Header image  
kino  
  
 
 
 
 


mamis mkvleli
1

1923 წლის ქართული ფილმი, გადაღებული რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის მიერ, ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

siuJeti

ნუნუს და იაგოს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ცოლიანი ჩაფარი გირგოლა ქალის ხელში ჩაგდებას ცდილობს. გირგოლა იაგოს დააბეზღებს, უმიზეზოდ დააჭერინებს, ნუნუს იძულებით მიათხოვებს თავის გონებაჩლუნგ ძმას, ქალს დაიმარტოხელებს და გააუპატიურებს. ნუნუ მდინარეში გადავარდება, მაგრამ იაგოს მეგობრები გადაარჩენენ, ციხიდან გაქცეულ იაგოს და მის მეგობრებს გირგოლა დუქანში მიუხტება და ჩაფრებს ჩაახოცინებს. ის ნუნუს მოხუც მამასაც მოკლავს და დანაშაულს ქალს გადააბრალებს. ნუნუს სამარცხვინო ბოძზე გააკრავენ, შემდეგ კი გადაასახლებენ, გატანჯული ქალი კატორღაში დაიღუპება.

rolebSi

  • ვასილ არაბიძე - ონისე
  • ბეჟანოვა - მარია
  • ნატო ვაჩნაძე - ნუნუ
  • ვანო სარაჯიშვილი - იაგო
  • კოტე ანდრონიკაშვილი - კობა
  • აკაკი ვასაძე - გირგოლა
  • ნიკო გვარაძე - ნინია
  • ზაქარია ბერიშვილი - გლახო
  • ჩუტა ერისთავი-ჟღენტი - ნუნუს დედა
  • პავლე ესიკოვსკი - კაზაკი
  • ვალერიან გუნია - ნიკალა

gadaReba

ამო ბეკ-ნაზაროვმა თავად დაწერა სცენარი და მოთხრობის შინაარსს დაამატა რამდენიმე ეპიზოდი, რომლებშიც ხაზი გაუსვა რუსეთის იმპერიაში ხალხთა ჩაგვრას.

 

ixileT aseve